Wednesday 26 October 2011

1.       პროექტის  სახელწოდება:   ბუნება  ჩვენ  ირგვლივ
2.      პროექტის  მთავარიიდეა:    გაუჩნდებათ პატივისცემა ფლორისა  და  ფაუნის  მიმართ.
3.      პროექტისაქტუალობა:  ეს პროექტი  მნიშვნელოვანია იმით, რომ გაიღრმავებენ  ცოდნას  ბუნების შესახებ.
4.      პროექტის მიზნები: ამ  პროექტის  მიზანია,  მოსწავლეებმა   ისწავლონ გუნდური მუშაობა,  თანამშრომლობა,  ჩამოუყალიბდეთ  კვლევისა  და დასკვნების  გამოტანის   უნარი.
5.      მონაწილეთა  ასაკი: მოსწავლეები 9–10  წლის( 9  ბავშვი)   და  ბუნების  მასწავლებელი.
6.      ვადები/ხანგრძლივობა: ორი  თვე.
7.      მოსალოდნელი    შედეგები /პროდუქტები,რაც  შეიძლება  შეიქმნას:   მოსწავლეები  აყალიბებენ კვლევის   გეგმას,აგროვებენ ინფორმაციას  შემუშავებული გეგმის    მიხედვით.დაახლოვდებიან  ბუნებასთან,  შეიყვარებენ  მცენარეებს, ცხოველებს.
8.      პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები:  სასკოლო  სახელმძღვანელო,  ენციკლოპედია,კომპიუტერი,ინტერნეტი,ციფრული ფოტო  და ვიდეო კამერა, თაბახის  ფურცლები  და კალმები.
9.      პროექტის  მსვლელობა (ძირითადი    აქტივობები):
ნაბიჯი   1.    სამიზნე  ჯგუფს,  გავაცნობ  პროექტის   თემას  და  მიმოვიხილავ  ზოგადად   ჭრილში.  საუბრის  შემდეგ   მოსწავლეები  შეეცდებიან  გაიხსენონ   თემასთან   დაკავშირებული  ყველა   საკითხი,  ნაცნობი  ინფორნაცია,     ჩამოაყალიბონ  შეკითხვები.  შემდეგ  ეტაპზე  კლასს  ვყოფ   ორ  ჯგუფად,სადაც  ხდება  მოვალეობების   გადანაწილება  ჯგუფებში:  ვინ  არის  პასუხისმგებელი  კონკრეტული საქმიანობის  შედეგზე, ვინ    არის  შემსრულებელი, ვინ   რას  და   როდის  აკეთებს,  ვინ უკეთ  ფლობს  საინფორმაციო  ტექნოლოგიებს,ვინ  ხატავს , ვის    აქვს  ორიგინალური  ხედვა.
ნაბიჯი  2.  დავ ავალებ  პროექტის  შესახებ  ჩამოწერონ  კონკრეტული  კითხვები:
1)       რა  მიეკუთვნება  ცოცხალ   ბუნებას?
2)      რა  მიეკუთვნება  არაცოცხალ  ბუნებას?
3)      რა  მნიშვნელობა  აქვს  მცენარეებს?
4)      რა  არის ნაკრძალი?
5)      რა არის  „საქართველოს  წითელი წიგნი’’    და  რა  დანიშნულება  აქვს?
ნაბიჯი3.  შევქმნით ორ  ჯგუფს  და  გავუნაწილებ  დავალებებს, მოსწავლეებს  მივუთითებ  ინფორმაციის  წყაროებს.
I  .ჯგუფი:  მოიძიონ  ინფორმაცია  სახელმძღვანელოსა  და  ენციკლოპედიაში .(ციფრული  ფოტო  და  ვიდეო  აპარატის  გამოყენება).
II.ჯგუფი:მოიძიონ    ინფორმაცია  კომპიუტერსა  და   ინტერნეტის  საშუალებით.
ნაბიჯი   4 :შემდეგ  ეტაპზე   მოსწავლეები  უკვე  იწყებენ  გეგმის  რეალურად  ხორცშესხმას,  ინფორმაციის   შეგროვებას,  შეჯამებას,ანალიზს,  უღრმავდებიან  საკვანძო   საკითხებს,  იწყებენ  ჩანაწერების  წერას,  აქტიურად  ზრუნავენ  პროექტის  ვიზუალურ  მხარეზეც.
ნაბიჯი  5.   მოძიებული  ინფორმაციების  წარმოდგენა   დათქმულ    ვადებში    ჯგუფების   მიერ:
I .  ჯგუფი  წარმოადგენსნამუშევარს   6  კვირაში.
II.ჯგუფი  წარმოადგენს  ნამუშევარს  7  კვირაში.
ნაბიჯი  6.ნამუშევრების  პრეზენტაცია  ჯგუფების  მიერ  განხორციელებულია  მე–8  კვირას.
ნაბიჯი 7.  პროექტის   შეჯამება–  შეფასება
მოსწავლეებს  ვაფასებ  წარმოდგენილი  ინფორმაციებისა    და  პრეზენტაციის  შემდეგ.
10.  საგნებთან,   ეროვნულ   სასწავლო  გეგმასთან      კავშირი:     მოცემული  პროექტის   საშუალებით  ვახდენ  ქართულთან  ინტეგრირებას,   სასწავლო  პროექტი  პირდაპირ  უკავშირდება  საგანმანათლებლო  სტანდარტს  და    შინაარს.
11.პროექტის  ხელმძღვანელი:  ლელა  ვაჩეიშვილი
12.ხელმძღვანელის   ელ–ფოსტა  l.  vaceishvili@gmail.com
13.  პროექტის    ვებ–  გვერდი/ბლოგი:lvaceishvili.blogspot.com